ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან
2023 წლის 25 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან.
საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე (შაბათ/კვირის და უქმე/დასვენების დღეების გარდა) მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით. ვიზიტის ჩასანიშნად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.geoconsul.gov.ge საკონსულო საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს შემდეგ ნომერზე: (+420) 233 311 713. გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: (+420) 777 222 053.
საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს.
2000 წელს საქართველოში გაიხსნა ჩეხეთის საელჩო.
2006 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
2023 წლის 25 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან.
2023 წლის 11 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, პეტრ კუბერნატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მინისტრის მოადგილემ ჩეხ დიპლომატს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
2023 წლის 26 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ჩეხ ხალხს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა.