Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ჩეხეთის რესპუბლიკა

საკონსულო განყოფილება

საკონსულოში მოქალაქეთა მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე (შაბათ/კვირის და უქმე/დასვენების დღეების გარდა) მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით. ვიზიტის ჩასანიშნად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.geoconsul.gov.ge საკონსულო საკითხებზე კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს შემდეგ ნომერზე: (+420) 233 311 713. გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში 24-საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: (+420) 777 222 053.

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს.

2000 წელს საქართველოში გაიხსნა ჩეხეთის საელჩო.

2006 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

ბმულები

ჩეხეთის საელჩო საქართველოში

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატა

ჩეხეთის პარლამენტის სენატი

ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტი

დანართები

    დაკავშირებული სიახლეები

    ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან

    ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან

    2023 წლის 25 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან.

    ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

    2023 წლის 11 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, პეტრ კუბერნატმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რის შემდგომაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.  მინისტრის მოადგილემ ჩეხ დიპლომატს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში

    2023 წლის 26 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ჩეხეთის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ჩეხ ხალხს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა.