ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2023 წლის 18 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუმინელ კოლეგას- ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა.
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.
2004 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო რუმინეთში
2000-2004 წლებში რუმინეთის გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ.
საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის და სხვა სფეროებს. თანამშრომლობის პრიორიტეტული დარგებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, მოლდოვასა და სერბეთთან ერთად, რუმინეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაში (Official Development Assistance) პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია. რუმინეთმა საქართველოში ორმხრივი პროექტების განხორციელება 2007 წლიდან დაიწყო.
საკანონმდებლო ორგანოებს შორის დინამიური ურთიერთობის პრაქტიკა არსებობს, ფუნქციონირებს საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.
რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არაერთხელ იქნა დადასტურებული მხარდამჭერი განცხადებებით.
საქართველოს და რუმინეთის გამაერთიანებელ კულტურულ-ისტორიულ სიმბოლოს წარმოადგენს წმინდა ანთიმოზ ივერიელი, - ქართველი მწიგნობარი, საეკლესიო და პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მთელი თავისი მოღვაწეობა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს მიუძღვნა და დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭდვის საქმეში.
2023 წლის 18 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუმინელ კოლეგას- ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა.
რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“.
2023 წლის 19 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინიტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს.
ილია დარჩიაშვილმა და ბოგდან აურესკუმ ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგზე. ასევე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ დოკუმენტს და შეთანხმდნენ, დოკუმენტის იმპლემენტაციის მიზნით, აქტიურად იმუშაონ შესაბამის სამოქმედო გეგმაზე.