ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
2023 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
საქართველოსა და შვედეთის სამეფოს ხანგრძლივი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება. დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის დამყარდა 1918 წელს, რომელიც აღდგა1992 წლის 19 სექტემბერს.
2018 წელს შვედეთის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაარსების 100 წლის იუბილე აღინიშნა.
2022 წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე.
შვედეთის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა 2006 წელს, ხოლო საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩო - 2010 წელს.
შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში
შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შვედეთის სამეფოს მთავრობა
შვედეთის სამეფოს პარლამენტი [რიკსდაგი]
შვედეთის სამეფო ოჯახი
2023 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
2023 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ ტიდესტრომი მიიღო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების 2023 წლის დღის წესრიგი, დაგეგმილი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები, ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
2023 წლის 13-14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა შვედეთის პარლამენტში, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები.
2023 წლის 13 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შვედეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ შვედ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და საქართველო-შვედეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, თეიმურაზ ჯანჯალიამ განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის - კრონპრინცესა ვიქტორიას ისტორიული ვიზიტი თბილისში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქ. სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.