Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის (Ifri) რუსეთი/ევრაზიის ცენტრის დირექტორს შეხვდა

2024 წლის 12 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საფრანგეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის (Ifri) რუსეთი/ევრაზიის ცენტრის დირექტორთან, ტატიანა კასტუევა-ჟანთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით. საუბარი შეეხო აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე. 

მხარეებმა იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ფორმატის ეფექტიანი გამოყენების აუცილებლობაზე, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ  ტატიანა კასტუევა-ჟანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, ისევე როგორც აშშ-სთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები