Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიას საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2025 წლის 26 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, კარლოს რიკარდო მარტინს სელიამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. აღინიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მიზანშეწონილია არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.

თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთის მიზნით, ყურადღება ამახვილდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ბრაზილიის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები