Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა დუგლას უებმა ლაშა დარსალიას რწმუნებათა წერილი გადასცა

2024 წლის 20 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში გაერო- განვითარების პროგრამის (UNDP) ახლადდანიშნულმა რეზიდენტ წარმომადგენელმა, დუგლას უებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას  რწმუნებათა წერილი გადასცა. 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, დუგლას უები, საქართველოში UNDP-ის რეზიდენტ წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა.

სიგელის გადაცემის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მათ შორის, განხილულ იქნა UNDP-ის ქვეყნის პოლიტიკის სამომავლო დოკუმენტში (Country Programme Document (CPD)) გასათვალისწინებელი, თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძლებისთვის მზადყოფნა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები