Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

თეიმურაზ ჯანჯალიას ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, რობერტ გერშნერმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2024 წლის 17 სექტემბერს, ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, რობერტ გერშნერმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, თეიმურაზ ჯანჯალიამ ავსტრიის ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრისას, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა, რომელიც ბოლო წლებში არაერთი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტის განხორციელებაში გამოიხატა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მადლიერება გამოხატა ავსტრიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყანაში სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

თავის მხრივ, რობერტ გერშნერმა მზაობა გამოხატა, ავსტრიის ელჩის თანამდებობაზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრია რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერად.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა სავაჭრო მისიებისა და ბიზნესფორუმების განხორციელების კუთხით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, აგრეთვე, ავსტრიული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში.   

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მზადყოფნა.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები