Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა განას და ეკვატორული გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრებთან

მაკა ბოჭორიშვილმა, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა გამბიის ვიცე-პრემიერს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს მამადუ ტანგარას, რა დროსაც განხილული იქნა საერთაშორისო ორგანზიაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

გამბიის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით საჯარო სერვისების და ციფრული ეკონომიკის განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა ეკვატორული გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრთან სიმეონ ოიონო ესონო ანგუესს.  

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ეკვატორული გვინეის მხარდაჭერაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები