Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იაგოდა ლაზარევიჩთან

2024 წლის 29 აგვისტოს,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ვირტუალურ ფორმატში გამართა შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იაგოდა ლაზარევიჩთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველო-სერბეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარების და ამ თვალსაზრისით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს თუ ბიზნეს-საზოგადოებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების და 2025 წელს სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები