Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი კანადის ელჩს შეხვდა

2023 წლის 19 მაისს, შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში კანადის ელჩს, ჯამალ ქოქარს (რეზიდენციით ქ. ანკარა) შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივ ურთიერთობას, რაც განსაკუთრებული პარტნიორობით გამოირჩევა. განხილული იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. 

საქართველოში კანადის ელჩმა, ჯამალ ქოქარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები