Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

უნგრეთში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა

2025 წლის 8 მაისს, უნგრეთის ქალაქ სეგედში საქართველოს საპატიო  საკონსულო პირველად გაიხსნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
თამარ ლილუაშვილმა, ქალაქ სეგედის მერიის და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებმა. 

საქართველოს საპატიო კონსული შაბტაი მიხაელი გახდა. მას მრავალმხრივი სამუშაო  გამოცდილება  აქვს, მათ შორის ბიზნესის  მიმართულებით. 

უნგრეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ბიზნესის და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები