2025 წლის 23 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა შეხვედრა გამართეს თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ანამუხამეტ სარჯაევი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე და აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა.