2025 წლის 26 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, კარლოს რიკარდო მარტინს სელიამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და განიხილეს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. აღინიშნა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მიზანშეწონილია არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.
თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთის მიზნით, ყურადღება გამახვილდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ბრაზილიის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.