მაკა ბოჭორიშვილი, გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, შეხვდა გამბიის ვიცე-პრემიერს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს მამადუ ტანგარას. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.
გამბიის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიხატა საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიმართ საჯარო სერვისების და ციფრული ეკონომიკის განვითარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ასევე ეკვატორული გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრთან სიმეონ ოიონო ესონო ანგუესთან.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და, ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ეკვატორული გვინეის მხარდაჭერაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.