Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრთან  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,  გაეროს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში,  შეხვედრა გამართა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბენედიტო დოშ სანტოშ ფრეიტასთან. მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტიმორ-ლესტეს გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუციის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო მექანიზმების კონსოლიდაციისთვის.
 
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსთვის  სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და ქვეყნის წარმატებული ურთიერთობები ASIAN-ის ორგანიზაციასთან, რომლის წევრიც ტიმორ-ლესტე უახლოეს მომავალში გახდება.
 
აღინიშნა საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს საგარეო სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რაც კარგი შესაძლებლობაა უწყებებს შორის საქმიანი კავშირების შემდგომი განმტკიცებისათვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები