ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე შეხვედრა გაიმართა
2025 წლის 11 ივნისს, ქ. ბუდაპეშტში, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე სხდომა გაიმართა.
2025 წლის 11 ივნისს, ქ. ბუდაპეშტში, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე სხდომა გაიმართა.
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათშორისი სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
2025 წლის 10-12 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მე-4 ტაშკენტის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მუშაობაში.
იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე იტალიის მხრიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. ,,ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ცენტრში - ქალაქ მილანში საქართველოს წარმომადგენლობის გახსნა, რომელიც იტალიის 8 რეგიონს ფარავს, საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი და ევროპის საბჭოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება.
“ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები არც თუ ისე შორეული წარსულია. “- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.