სატელეფონო კონსულტაცია საკონსულო სამსახურში წარმოებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ ნომერზე +493048490719 (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასვენების დღეებისა). მოქალაქეთა მიღება საკონსულო სამსახურში ხორციელდება ყოველდღიურად 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, მხოლოდ წინასწარი ჩაწერით - https://geoconsul.gov.ge/register/visit
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში.
1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო
გერმანიის საკანონმდებლო ორგანო